მთავარი / სიახლეები / სერია A / 3 ქულა დებიუტანტების გოლებით: “იუვენტუსი” მე-4 ადგილზე აღზევდა

3 ქულა დებიუტანტების გოლებით: “იუვენტუსი” მე-4 ადგილზე აღზევდა

დუშან ვლაჰოვიჩისა და დენის ზაკარიას ტურინული თავგადასავალი ძალიან კარგად დაიწყო – გოლებით.

სადებიუტო მატჩი სერბმაც გაიტანა და შვეიცარიელმაც. ვლაჰოვიჩს ანგარიშის გახსნა დასაწყიშივე შეეძლო, მაგრამ შორეული დარტყმა მონტიპომ აუღო, მაგრამ მე-13 წუთზე მან ბურთი მაინც გადაგზავნა მეტოქის კარში.

პაულო დიბალას შესანიშნავი პასით სერბი მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელსაც თავზე გადაუგდო ბურთი და სადებიუტო გოლი მიითვალა. ვლაჰოვიჩს პირველ ტაიმში კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ალვარო მორატას კარგი პასის მერე მცირედით ააცილა კარს.

მეორე ტაიმშ უკვე დენის ზაკარიას ჯერი დადგა. 61-ე წუთზე მორატამ ბრწყინვალედ ითამაშა და შვეიცარიელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მონტიპომ პაულო დიბალას, ადრიენ რაბიოსა და ვესტონ მაკკენის ძალიან რთული ბურთები აუღო, მოიზე კინმა კი მცირედით ააცილა კარს.

მთლიანობაში „იუვემ“ ძალიან კარგი ფეხბურთით მოიგო და ახალი „იუვეს“ დასაწყისი იმედის მომცემია. ამ მატჩში ერთადერთი ცუდი ის მოხდა, რომ ზაკარიამ ტრავმა მიიღო, რამდენად სერიოზულია, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

სხვათა შორის, „იუვენტუსის“ ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ ერთ მატჩში გოლები ორმა დებიუტანტმა გაიტანა. პირველად ასე იყო 2011 წელს, როდესაც „პარმასთან“ სტეფან ლიხშტაინერმა და არტურო ვიდალმა გამოიჩინეს თავი.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 45 ქულა დააგროვა, ბერგამოს „ატალანტას“ 2 ქულით გადაასწრო და მეოთხე ადგილზე აღზევდა. თუმცა, „ატალანტას“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი ბერგამოში სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს და ძალიან ბევრი რამ უნდა გაირკვეს. თუმცა, იქამდე „იუვე“ შუა კვირაში იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.

„იუვენტუსი“ – „ვერონა“ 2:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი (რუგანი 75(, დე შილიო; არტური, ზაკარია (მაკკენი 83), რაბიო; დიბალა (კუადრადო 75), ვლაჰოვიჩი, მორატა (კინი 83)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ვერონა“ (3-4-2-1): მონტიპო; კაზალე (შუტალო 84), გიუნტერი, ჩეკარინი (რესტოსი 72); დეპაოლი, ილიჩი (პრაშელიკი 84), ველოზუ (ბესა 46), ლაზოვიჩი; ტამეზე, ბარაკი (კალინიჩი 72); ლაზანია

მწვრთნელი: იგორ ტუდორი

გოლები: 1:0 დუშან ვლაჰოვიჩი (13), 2:0 ზაკარია (61)

გაფრთხილება: დეპაოლი (17)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 13 (1) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ლუკა მასიმი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …