მთავარი / სიახლეები / სერია A / ვიერი: “იუვეს” შეუძლია სერია A-ში სეზონის ბოლომდე ყველა თამაში მოიგოს”

ვიერი: “იუვეს” შეუძლია სერია A-ში სეზონის ბოლომდე ყველა თამაში მოიგოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ დუშან ვლაჰოვიჩი შეაქო და განაცხადა, რომ ანდრეა ანიელიმ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მისი შეძენით.

ბობო ფიქრობს, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველა დარჩენილი მატჩის მოგება შეუძლია.

„ვლაჰოვიჩი ძლიერია, მან იცის თამაში, მარტოც თამაში. „იუვენტუსთან“ ერთად ის მხოლოდ მოუმატებს და გუნდიც ხარისხობრივად მასთან ერთად ნახტომს გააკეთებს. მის გარდა, „იუვეს“ მორატა, დიბალა და კუადრადო ჰყავს, ვლაჰოვიჩთან ერთად გუნდი გოლის გატანაზე ითამაშებს. დიბალას მეტი სივრცე ექნება და აუცილებლად უკეთ ითამაშებს. ანდრეა ანიელიმ დამანგრეველი ტრანსფერი განახორციელა. ჩემი აზრით, მან შეუძლიათ სერია A-ში ყველა თამაში მოიგონ, რომელიც სეზონის ბოლომდე დარჩა“, – თქვა ვიერიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …