კრიშტიანუ რონალდუმ “სასუოლოსთან” შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 70-ე წუთზე თავური დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა და გოლი პაულო დიბალას მიუძღვნა.
კრიშტიანუმ გარდა იმისა, რომ გოლი ჩვეულ სტილში აღნიშნა, თან დიბალასთვის დამახასიათებელი ნიღაბი გამოსახა. ეს დადებითი და მხარდაჭერის ჟესტი იყო არგენტინელი ფეხბურთელისადმი.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” “სასუოლო” სამი ხედირას, კრიშტიანუ რონალდუსა და ემრე ჯანის გოლებით 3:0 დაამარცხა.