მთავარი / სიახლეები / მატუიდი: “კიდევ უფრო მეტი გვინდა”

მატუიდი: “კიდევ უფრო მეტი გვინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ „სასუოლოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„პარმასთან“ მატჩის შემდეგ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. შაბათს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დღეს ფუნდამენტური გახლდათ სახლში სამი ქულით დაბრუნება.

ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ, კარგ სეზონს ვატარებთ, სერია A-ში კარგად ვთამაშობთ, რაც ჩემპიონთა ლიგისთვის შესაბამის ნდობას გვაძლევს. ფიზიკურად მოვუმატეთ, ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ და დღეს ეს დავინახეთ. მაგრამ კიდევ უფრო მეტის გაკეთება გვინდა“, – განაცხადა მატუიდიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ 11 ქულით უსწრებს, მომდევნო მატჩს კი 15 თებერვალს „ფროზინონესთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …