ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „სასუოლო“ 3:0 დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – ჯურიჩიჩის ეპიზოდში გამოსვლაზე ბრწყინვალედ ითამაშა, ასევე ლოკატელის დარტყმა კარგად გაანეიტრალა. შემდეგ გარისკა, გამოსვლაზე შეცდა, მაგრამ ბერარდიმ ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
დე შილიო 6.5 – ალეგრიმ უპირატესობა მას მიანიჭა, რადგან დაცვაში მეტი ყურადღება სჭირდებოდა. მატიამ სუფთა თამაში ჩაატარა.
რუგანი 6 – დასაწყისშივე ჯურიჩიჩმა ბურთი ჩაუჭრა. მეორე ტაიმში ბევრად გააუმჯობესა თამაში და ზედიზედ მესამე გოლთანაც ახლოს იყო.
კასერესი 6.5 – ფიზიკურად აშკარად უკეთ ითამაშა. მეორე ტაიმში აღარ შექმნია პრობლემები, როგორც „პარმასთან“. რამდენჯერმე დასწრებაზე „იუვესთვის“ შესაფერისად ითამაშა.
ალექს სანდრო 6 – ნორმალური თამაში ჰქონდა. მეორე ტაიმში დაცვას უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა.
ხედირა 7 – გაიტანა პირველი გოლი. აშკარად უმატებს ნაბიჯ-ნაბიჯ. კრიშტიანუ ბურთი გაარტყა და ამიტომ შეცვალეს.
ბენტანკური 6 – ხედირა კარგად ჩაანაცვლა.
პიანიჩი 6.5 – რუგანის სარისკო გადაცემა გაუკეთა დასაწყისშივე. როგორც გუნდი, ისიც გაიზარდა თამაშის მიმდინარეობისას და რონალდუსთან ერთად პირველ გოლში დიდი როლი ითამაშა. მერე საგოლე პასიც გააკეთა. ნაბიჯი წინ გადადგა.
მატუიდი 6.5 – იბრძოდა თითქოს ბოლო დღე ყოფილიყო. ეს კარგი სიახლეა ჩემპიონთა ლიგისთვის.
ემრე ჯანი 6.5 – შემოსვლიდან ერთი წუთში გოლი გაიტანა.
ბერნარდესკი 6.5 – ალეგრიმ დიბალას ამჯობინა და მან შანსი არ გაანიავა. ბევრს იბრძოდა, დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა და შეტევაშიც სახიფათო იყო. მის კარგ თამაშს მხოლოდ გოლით დაგვირგვინება დააკლდა.
დიბალა შ.გ – პაულოს ამჯერად მხოლოდ 7 წუთი დაეთმო. თუმცა, მესამე საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო.
მანჯუკიჩი 6 – საწყისი ნახევარი საათი გამოთიშული იყო თამაშიდან. შემდეგ ვნახე ისეთი მანჯუკიჩი, როგორსაც ყველა ვიცნობთ. დაცვაშიც იყო და შეტევაშიც.
რონალდუ 7.5 – მასთან ერთად „იუვენტუსი“ მოედანზე ყოველთვის დაწინაურებული გადის ანგარიშით 1:0. ამას ცოფრები ამბობე. 18 გოლი და 8 საგოლე პასი 23 შეხვედრაში. 20 გოლი და 10 პასი 31 შეხვედრაში ყველა ტურნირის ჩათვლით. ამჯერადაც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. პირველ გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა. გოლი კი, დიბალას მიუძღვნა.