ტურინის „იუვენტუსი“ დანიელე რუგანის უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეები მალე ერთმანეთს შეხვდებიან და შეთანხებაის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, რუგანი „იუვეში“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. მოქმედი კონტრაქტი კი, დანიელეს 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ რუგანი „იუვენტუსმა“ 2015 წელს „ემპოლიდან“ დაიმატა. მიმდინარე სეზონში 24 წლის მცველმა სერია A-ში 8 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.