მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ, რომელსაც „იუვენტუსს“ უკავშირებენ, ტურინული გრანდის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვე“ დიდებული გუნდია, მაგრამ კონტრაქტი „რეალთან“ აკავშირებს.
„იუვენტუსი“ ბრწყინვალე გუნდია, იმ პერიოდიდან მახსოვს, როდესაც ნედვედი თამაშობდა. მას მოგვიანებით მაისურიც გავუცვალე. თუმცა, დღეს „რეალის“ ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს (2022 წლამდე). არ ვიცი, ხმები საიდან ვრცლედება. შეთანხმება მიღწეული რომ იყოს, ვიტყოდი“, – განაცხადა მარსელომ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ განაპირა მცველს „იუვეს“ აქტიურად უკავშირებენ როგორც ესპანური, ისე იტალიური გამოცემები. ტრანსფერის განხორციელებას დამდეგ ზაფხულს ელოდებიან.