მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “კარგი თამაში ვაჩვენეთ”

ალეგრი: “კარგი თამაში ვაჩვენეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა.

„სასუოლოს“ თამაში ეფუძნება მოკლე პასებს და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საკუთარ ნახევარზე ბურთის კონტროლში. შეხვედრა სარისკოდ დავიწყეთ, მაგრამ 15 წუთის შემდეგ კარგად თამაში დავიწყეთ.

გოლი არ გავუშვით და ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. დიბალა ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში, ისევე, როგორც ემრე ჯანი და ბენტანკური. ასეთი თამაშისთვის საჭიროა ყველა ფეხბურთელის კარგად თამაში და მინდა გუნდს კომპლიმენტი ვუთხრა ჩატარებული კარგი თამაშისთვის“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ უკვე 11 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 15 თებერვალს „ფროზინონესთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …