ტურინის „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და გადაწყდა, რომ მხარეები მეხუთედ მომდევნო კვირაში კიდევ შეხვდებიან, რათა შეთანხმებას მიაღწიონ და ტრანსფერი დადასტურდეს.
„იუვენტუსმა“ პირობები შეცვალა და მზადაა ორწლიანი იჯარით ნაცვლად, ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატოს 23 წლის ნახევარმცველი, ოოღონდ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეს. მთლიანობაში კი ფინანსური ნაწილი 35 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ემილიური კლუბის მოთხოვნაა.
იტალიური მედიის ცნობით, ფინანსურ საკითხზე საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ გარიგების ფორმულაზე ჯერ – არა. “სასუოლო” ითხოვს, რომ “იუვემ” ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ნებისმიერ შემთხვევაში აიღოს და ეს დამოკიდებული არ იყოს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან.
ჯერჯერობით როგორც ვთქვით, ყველაფერი არ დასრულებულა, მაგრამ ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვას თანამშრომლობისთვის და მომდევნო კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა დაინიშნა.
Juventus are getting closer to sign Manuel Locatelli. New meeting with Sassuolo was positive – the agreement is set to be reached on final price tag, but not yet on deal structure [loan/buy obligation]. ⚪️⚫️ #Juventus
All parties involved are confident to complete the deal soon.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 13, 2021