მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “ატალანტასთან” მატჩამდე

მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “ატალანტასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ველოდები დაძაბულ სეზონს, როგორც ყოველთვის, რომელშიც 38 ტურია და აუცილებელია სტაბილურად კარგი შედეგების ჩვენება, უპირველებს ყოვლისა სურვილი და დამოკიდებულება. გამარჯვებისთვის ვიწყებთ სეზონს და სკუდეტოს ერთ-ერთი კანდიდატები ვართ.

დიბალა? ის ხვალ დაბრუნდება, ის კარგადაა, როგორც ყველა დანარჩენი. კარგად ვმუშაობთ და ნორმალურია, რომ ზოგი უკეთაა, ზოგი კი ნაკლებად. „ბარსელონასთან“ 3 გოლი გავუშვით და ეს არ არის კარგი, ამ მხრივ გაუმჯობესება გვჭირდება. თამაშის თვალსაზრისით, კართან ადვილად მივდიოდით, მაგრამ გოლის გატან გვჭირდება. ეს კონდიციების საკითხია, ხვალ ვეცდებით კარგი ამხანაგური თამაში ჩავატაროთ.

„ატალანტა“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, გასპერინიმ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია და ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავს. ბევრს დარბიან და კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ევროპაშიც კარგად გამოდიან და სკუდეტოს ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება რვა გუნდიდან.

კიეზა? მისი საუკეთესო თვისება მომენტების რეალიზაციაა, რადგან კარში ხშირად ურტყამს და ერთი-ერთზე თამაშზე ძალიან კარგია. მარჯვნივ ის ბევრად უკეთესად თამაშობს, მაგრამ შეუძლია მარცხნივაც ბევრი თამაში ჩაატაროს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩი 14 აგვისტოს, ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …