მთავარი / სიახლეები / “იუვე” დიბალას აგენტს მესამედ შეხვდა, შეთანხმება ისევ არ შედგა

“იუვე” დიბალას აგენტს მესამედ შეხვდა, შეთანხმება ისევ არ შედგა

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები პაულო დიბალას აგენტს, ხორხე ანტუნს კიდევ ერთხელ შეხვდნენ, ბოლო ათ დღეში მესამედ, მაგრამ შეთანხმება ისევ ვერ მოიძებნა.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, მხარეებს შორის განწყობა პოზიტიური რჩება და მოლაპარაკებები გრძელდება. მომდევნო შეხვედრა მხარეებს შორის მიმდინარე თვის ბოლოს ჩაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ დიბალას გარდა, “იუვეს” ახალი სტაფი მანუელ ლოკატელის დამატებას უშედეგოდ ორი თვეა ცდილობს და “სასუოლოს” წარმომადგენლებს უკვე ოთხჯერ შეხვდნენ.

ფედერიკო კერუბინისა და მაურიციო არივაბენეს მოღვაწეობა საკმაოდ ცუდად დაიწყო. მათ ვერცერთი ტრანსფერი ამ დრომდე ვერ გაჩარხეს და ის ფეხბურთელებიც ვერ გაყიდეს, რომელიც გუნდის სახელფასო ბიუჯეტს მძიმე წონად აწევს ან კლუბის გეგმებში არ შედიან. მაგალითად, აარონ რემზი, რომელიც თუ “იუვეს” არ დატოვებს, მირალემ პიანიჩის დაბრუნება გამოირიცხება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …