მთავარი / სიახლეები / მეოთხე შეხვედრა დასრულდა, ლოკატელის ტრანსფერზე შეთანხმება ისევ არ შედგა

მეოთხე შეხვედრა დასრულდა, ლოკატელის ტრანსფერზე შეთანხმება ისევ არ შედგა

ტურინის „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და გადაწყდა, რომ მხარეები მეხუთედ მომდევნო კვირაში კიდევ შეხვდებიან, რათა შეთანხმებას მიაღწიონ და ტრანსფერი დადასტურდეს.

„იუვენტუსმა“ პირობები შეცვალა და მზადაა ორწლიანი იჯარით ნაცვლად, ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატოს 23 წლის ნახევარმცველი, ოოღონდ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეს. მთლიანობაში კი ფინანსური ნაწილი 35 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ემილიური კლუბის მოთხოვნაა.

იტალიური მედიის ცნობით, ფინანსურ საკითხზე საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ გარიგების ფორმულაზე ჯერ – არა. “სასუოლო” ითხოვს, რომ “იუვემ” ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ნებისმიერ შემთხვევაში აიღოს და ეს დამოკიდებული არ იყოს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან.

ჯერჯერობით როგორც ვთქვით, ყველაფერი არ დასრულებულა, მაგრამ ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვას თანამშრომლობისთვის და მომდევნო კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა დაინიშნა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …