მთავარი / სიახლეები / “იუვე” და კუადრადო ახალ კონტრაქტზე შეთანხმებულნი არიან

“იუვე” და კუადრადო ახალ კონტრაქტზე შეთანხმებულნი არიან

ტურინის „იუვენტუსი“ ხუან კუადრადოს უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. იტალიური მედიის ცნობით ეს გადაწყვეტილია და მხოლოდ დროის საკითხია.

კოლუმბიელის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს იწურება, მაგრამ ის 1 წლით განახლდება. ამრიგად, სამხრეთამერიკელი ტურინულ გრანდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება, სეზონში კი 5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ხუან კუადრადო „იუვენტუსმა“ 2015 წელს ლონდონის „ჩელსიდან“ დაიმატა. მას შემდეგ 33 წლის ნახევარმცველმა 222 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …