მილანის „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სეზონში პაულო დიბალა „ინტერის“ ღირსებას დაიცავს.
„არ ვიცი, სად ითამაშებს დიბალა მომდევნო სეზონში, მაგრამ ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ჩვენთან ითამაშებს“, – თქვა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ „იუვენტუსი“ დატოვა და ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა შეუძლია.