„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა თქვა, რონალდუ პსჟ-ში თამაშის სურვილით კვდება.
„რონალდუ პსჟ-ში ყოფნის სურვილით ალბათ კვდება. ამ კლუბის ფეხბურთელების ხარისხი უნიკალურია. ეს ხშირად არ ხდება და საუკეთესო მოთამაშეებს საუკეთესოებთან ერთად თამაში სურს. კრიშტიანუს ნამდვილად სურდა აქ ყოფნა, მაგრამ პსჟ-მ საბედნიეროდ მესისთან გააფორმა კონტრაქტი. ასე უკეთესია“, – თქვა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია და კრიშტიანუ რონალდუ თანაგუნდელები მადრიდის „რეალში“ იყვნენ. პორტუგალიელს პსჟ-ს აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ ეს თემა მიმდინარე ზაფხულს აქტუალური აღარ არის. ისე კი, ესპანური პრესის ცნობით, მომდევნო ზაფხულს რონალდუმ შესაძლოა პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.