მთავარი / სიახლეები / ვინ შეცვლის დუგლას კოშტას? სარის ოთხი ვარიანტი

ვინ შეცვლის დუგლას კოშტას? სარის ოთხი ვარიანტი

ტურინის „იუვენტუსისთვის“ „ფიორენტინასთან“ მატჩი ერთობ უიღბლო გამოდგა და გარდა იმისა, რომ ორი ქულა გაანიავა, სამი ფეხბურთელი დაუშავდა. ჯერჯერობით დანილოს, მირალემ პიანიჩისა და დუგლას კოშტას ზუსტი დიაგნოზი უცნობია.

თუმცა, როგორც სარიმ განაცხადა, ბრაზილიელის დაზიანება უფრო სერიოზულია, ვიდრე ბოსნიელის. დუგლას კოშტა ყველაზე კარგ ფორმაში იყო, მაგრამ ხშირად ტრავმიანობს, გასული სეზონიც ამის გამო პრაქტიკულად გამოტოვა.

ვინ შეცვლის მას? ფლორენციაში სარი ფედერიკო ბერნარდესკის ენდო, მაგრამ იტალიელმა თამაში სრულად ჩააგდო და ხეირიანი ვერაფერი გააკეთა. საერთოდ, ბერნარდესკი ეპიზოდურად ჩინებულ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ სტაბილურობის დონეს ვერ მიაღწია და ორი წლის წინ კლუბის მიერ გადახდილი 40 მილიონი ევრო დღემდე ბოლომდე გამართლებული არ აქვს.

ფედერიკოს ჩაგდებულმა თამაშმა კი შესაძლოა შანსი პაულო დიბალას მისცეს. არგენტინელი ისევ თადარიგში მოწყენილი სახით დარჩა. არადა, პარალელურად კლუბში კვლავ სერიოზულად ფიქრობენ, რომ იანვარში გაასხვისონ. იქამდე მაინც 4 თვეა და შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. მანამდე, „იუვეს“ „ატლეტიკოსთან“ მნიშვნელოვანი მატჩი აქვს და კოშტას მადრიდში ყოფნა, პრაქტიკულად გამორიცხულია.

ბერნარდესკისა და დიბალას გარდა, სარის ორი ვარიანტი აქვს: ხუან კუადრადო, რომელიც ზუსტად ამ პოზიციის მოთამაშეა, მაგრამ მარჯვენა მცველების, დანილოსა და მატია დე შილიოს ტრავმებმა კოლუმბიელი უკანა ხაზში გადაისროლა. შესაბამისად, ხუანი ალბათ ამ ეტაპზე სწორედ დაცვის მარჯვენა ფლანგს გაამაგრებს.

მეოთხე ვარიანტი კი აარონ რემზია, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. ოღონდ, ამ შემთხვევაში სარის 4-3-3 სქემის 4-3-1-2 სქემით ჩანაცვლება მოუწევს, სადაც უელსელი გამთამაშებლის ფუნქციებს შეასრულებს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩამდე სამი დღე დარჩა და სარისაც ეს დრო დარჩამიიღოს გადაწყვეტილება როგორ შეცვალოს დუგლას კოშტა – ბერნარდესკით, დიბალათი, კუადრადოთი და რემზით.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …