ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა, რომელმაც „ფიორენტინასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო სავარაუდოდ 2 კვირიდან 1 თვემდე იუქმებს.
ბრაზილიელმა ფლორენციაში მოედანი მერვე წუთზე კუნთის პრობლემის გამო დატოვა. ჯერჯერობით ზუსტი დიაგნოზი ისევ უცნობია, მაგრამ Gazzetta Dello Sport-ი ვარაუდობს, რომ ბრაზილიელი ოქტომბრამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება.
შედეგად, მას ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“ და „ლევერკუზენთან“ მატჩების გაუცდება, ხოლო სერია A-ში „ვერონასთან“, „ბრეშასთან“ და „სპალთან“ ვერ ითამაშებს. მიზანი კი 6 ოქტომბერს დაბრუნება იქნება, როდესაც ტურინელები „ინტერს“ დაუპირისპირდებიან.