მთავარი / სიახლეები / ფეხბურთელთა შეფასებები “ფიორენტინასთან”

ფეხბურთელთა შეფასებები “ფიორენტინასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მესამე ტურში ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ უგოლო ფრე ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ვერსით:

შჩესნი 6 – დასაწყისში ფეხით თამაში გაუჭირდა და კიეზას კინაღამ გოლი გაატანინა. შემდეგ უკვე დე ლიხტის შეცდომისას რიბერის გოლისგან გადაარჩინა გუნდი. ამის შემდეგ კი დამაჯერებლად ითამაშა.

დანილო 6 – შეტევაში წასვლას ვერ ახერხებდა, მაგრამ დაცვაში ფრთხილად თამაშობდა. ერთი საათის თავზე ტრავმის გამო შეცვალეს.

კუადრადო 6 – დე შილიოსა და დანილოს არყოფნაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, რაც სიახლე ფაქტობრივად აღარაა.

ბონუჩი 6 – დაცვაში საუკეთესო იყო, ლიდერობდა ოთხეულს და როგორც ჩანს, ნელ-ნელა კარგ ფორმაში შედის.

დე ლიხტი 5.5 – საჭიროა უფრო მეტი ინტენსივობა და კონცენტრაცია. ჰქონდა ჩავარდნები და ფაქტია ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის.

ალექს სანდრო 6.5 – კონკრეტული და მუდმივი. აშკარად, წინა სეზონთან შედარებით უკეთ გამოიყურება.

ხედირა 6 – 90 წუთისთვის გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ ტრავმების გამო საჭირო გახდა ბოლომდე ეთამაშა. ყველაზე სახიფათო მომენტში მონაწილეობდა, მაგრამ ზუსტი პასი ვერ გააკეთა.

პიანიჩი 5.5 – თავიდანვე ყვითელი ბარათი მიიღო, რამაც შეამცირა მისი მოქმედების არეალი. ნერვიულობდა და ყველაფერი ტრავმით დაგვირგვინდა. ბოსნიელისთვის დასავიწყებელი შაბათი გამოვიდა.

ბენტნაკური 6.5 – პიანიჩი კარგად შეცვალა და ორმაგ ფაზაში თამაშს თავი დამაჯერებლად გაართვა.

მატუიდი 6 – მისი რეპუტაცია სარიმ ახსნა, როგორც ფუნდამენტური, რომ რონალდუს უკან ემოქმედა. თუმცა, ფრანგს საუკეთესო თამაში არ ჰქონია.

დუგლას კოშტა შ.გ – თამაშს ტრავმის გამო მალევე გამოეთიშა.

ბერნარდესკი 5 – მოედანზე პრაქტიკულად გაუხურებული შევიდა, მაგრამ თამაში ვერცერთ მომენტში ვერ გაამწვავა.

იგუაინი 5.5 – ამჯერად „პიპიტა“ მოწოდების სიმაღლეზე არ ყოფილა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, მაგრამ ეს თამაში მაინც დარჩა მისთვის სეზონში ყველაზე უარესად.

რონალდუ 5 – „ფიორენტინას“ დაცვის ყურადღებას იპყრობდა, მაგრამ პრაქტიკულად თამაშში ვერ ჩაერთო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …