ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემია მძვინვარებს. დუგლას კოშტა „ატლეტიკოსთან“ ვერ ითამაშებს, მირალემ პიანიჩის საკითხი ბოლომდე გაკრვეული არაა, მაგრამ 99%-ით ბოსნიელიც ვერ გავა მოედანზე.
ახლახან გავრცელებული ცნობით კი, გონსალო იგუაინიც ტრავმირებულია და არგენტინელი ესპანეთში ვერ ითამაშებს.
შედეგად, მოსალოდნელია, რომ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ პიანიჩს როდრიგო ბენტანკური, დუგლას კოშტას ფედერიკო ბერნარდესკი, ხოლო გონსალო იგუაინს პაულო დიბალა შეცვლის.
ამასთან, ადრიენ რაბიო მზადაა სასტარტოში სამი ხედირას ან ბლეზ მატუიდის ადგილი დაიკავოს.