მთავარი / სიახლეები / სარიმ “იუვენტუსის” მაისურები დაიწუნა – ცინიზმი სოციალურ ქსელში

სარიმ “იუვენტუსის” მაისურები დაიწუნა – ცინიზმი სოციალურ ქსელში

ტურინის „იუვენტუსის“ მესამე ფორმამ, რომლითაც გუნდმა ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ითამაშა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

თეთრი მაისური წითელი შორტებით და ამავე ფერის წარწერებით. მართლაც უცნაურია, როდესაც „იუვენტუსი“ ასე იმოსება. „არტემიო ფრანკიზე“ ტურინელმა ქომაგებმა ბანერიც გამოფინეს წარწერით: „ჩვენი ისტორია შავ-თეთრი ზოლებია“.

სოციალურ ქსელში კი არაერთი ცინიკური პოსტი გამოქვეყნდა:

„როდესაც „ბარის“ ფორმა გაცვია, თამაშობ, როგორც ბარი“.

„ეს ფორმა ალბათ ზიბი ბონიეკს მოეწონებოდა, რადგან პოლონეთის ნაკრებს გაახსენებდა, მაგრამ ეს „იუვე“ არაა“.

ტურინელთა ახალი დიზანის მაისურების შესახებ უარყოფით მოსაზრება არც მაურიციო სარის არ დაუმალავს.

„ჩემთვის ფორმების ტრადიციები წმინდაა. მარკეტინგის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე გაყიდვადი ფორმა არის ათწლეულების მაისური“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ მარკეტინგული სვლებიდან გამომდინარე „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონში შავ-თეთრ ზოლიან მაისურებზე უარი თქვა. მეორე მაისური ლურჯი ფერია (ყველაზე ნაკლებად კრიტიკული), ხოლო მესამე თეთრ-წითელი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …