ლეგენდარული მარჩელო ლიპი Radio Rai 1-ს ესაუბრა. ბუნებრივია, საუბრის უმეტესი ნაწილი ტურინის „იუვენტუსში“ მიმდინარე პროცესებს დაეთმო.
სერია A? სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვხედავ. „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის ბრძოლაა. სატრანსფერო ფანჯარა ახლახან დაიხურა და გუნდებში სამუშაო ბევრია. შესაბამისად, ყველაფერი ღიაა. კონტე „ინტერში“ და სარი „იუვეში“? ამაში განსაკუთრებული არაფერია.
ჩინეთზე
ვეცადე იტალიაში მუშაობა, მაგრამ წინადადებები არ მიმიღია. ამ დროს კი ჩინეთის შემომთავაზეს დაბრუნება და ნაკრების გაწვრთნა, რაზეც უარის თქმა არ შემეძლო.
დე ლიხტზე
„იუვენტუსს“ აქვს ადაპტირების პროგრამა, რომეცლი უკვე გაკეთდა პლატინის და ზიდანის შემთხვევაში. იტალიაში ჩასვლა და ახალ სისტემასთან შერწყმა რთული პროცესია, ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც მოიცავს. კიელინის ტრავმა რომ არა, დე ლიხტს თამაში ნელ-ნელა მოუწევდა. თუმცა, მოთამაშის ხარისხში ეჭვი არ მეპარება.
იტალიური ფეხბურთი, უფრო მეტად ლამაზი
დიახ, ასე ჩანს. უმთავრესი მაგალითი ეროვნული ნაკრების მწვრთნელია, რომელმაც გუნდის შენება ახალგაზრდებით დაიწყო, რომელთა უმეტესობას თავიანთ გუნდებში უწყვეტი სათამაშო დრო არ ჰქონიათ. გუნდებმა დაიწყეს შეტევაზე უფრო მეტად მუშაობა და კონტრშეტევების ორგანიზებაც დაიხვეწა.
მაურიციო სარიზე
ალბათ ის არ მოელოდა ასეთ შემადგენლობა, ამდენი მაღალი დონის ფეხბურთელით. „ნაპოლიში“ მხოლოდ ძირითადი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ მჯერა ეს არ იქნება დიდი პრობლემა. არსებობს ნდობა და პატივისცემა, ცვლილებებს კი დრო სჭირდება. „ფიორენტინამ“ შაბათს ძალიან კარგი თამაში ჩაატარა.
დიბალაზე
ალბათ ამ ბიჭს ვერ ხედავენ გუნდის სასარგებლო თვისებებს. სხვა ახსნა არ არსებობს. შესაძლოა 3-4 მატჩის შემდეგ უფრო მეტი სათამაშო დრო დაუთმონ.
VAR
ვფიქრობ, ძალიან კარგია, რადგან ეხმარება მსაჯებს, რომ შეცდომების პროცენტი შეამცირონ.
ლეგიონერები
ალბათ სერია A-ში არასდროს ყოფილა ამდენი ლეგიონერი. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად არიან ძალიან კარგი ფეხბურთელები და თითქმის ყველა ძირითადში თამაშობს. ეს იმედს მაძლევს.
სკუდეტო
„იუვენტუსს“ გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ შეძლებს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. დანარჩენ 50%-ს „ინტერსა“ და „ნაპოლის“ შორი გავანაწილებ.