ტურინის „იუვენტუსს“ მარიო მანჯუკიჩი ტოვებს. Corriere Torino-ს ცნობით, ხორვატი ფეხბურთელის „ალ-გარაფაში“ ტრანსფერი ორი დღის განმავლობაში შესაძლოა დაიხუროს.
ყატარელებმა „იუვენტუსს“ 10 მილიონი ევრო შესთავაზეს, ხოლო თავად ფეხბურთელს წელიწადში ანაზღაურების სახით 6 მილიონი ევრო, რაზეც მარიოსგან თანხმობა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს, თუმცა, მაურიციო სარიმ ფეხბურთელს ნათლად მიანიშნა, რომ მის გეგმებში არ ჯდებოდა.