ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის გონსალო იგუაინის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და არგენტინელი „ატლეტიკოსთან“ თამაშს მოახერხებს.
Sky Sport-ის ინფორმაციით, „პიპიტას“ ბარძაყზე უმნიშვნელო პრობლემა აღმოაჩნდა, რაც „როხიბლანკოსთან“ მის თამაშს ხელს არ შეუშლის.
ეს უდაოდ კარგი ინფორმაციაა მაურიციო სარისთვის, რომელსაც ტრავმების გამო დანილო, მირალემ პიანიჩი და დუგლას კოშტა გამოაკლდა.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი