ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი „ფიორენტინასთან“ ჩაატარა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
„დღეს ტექნიკურად კარგი თამაში არ გვქონია. ცხელოდა, მაგრამ ეს საბაბი არაა. მადრიდში წასვლის წინ შეშფოთებულნი არ ვართ, ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ეროვნული ნაკრებებიდან ახლახან დაბრუნდნენ.
ცხადია, მე უნდა დაველოდო ჩემს მომენტს, მწვრთნელს ჩემდამი ნდობა აქვს და მომწონს დაცვის წინ თამაში“, – აღნიშნა ბენტანკურმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 18 სექტემბერს, მადრიდში, „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს.