მთავარი / სიახლეები / სარი: “არ შეიძლება სეზონის ამ პერიოდში შუადღით თამაში”

სარი: “არ შეიძლება სეზონის ამ პერიოდში შუადღით თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ფიორენტინასთან“ (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

„ტექნიკურად არცთუ ისე მაღალ დონეზე ჩავატარეთ ეს შეხვედრა. „ფიორენტინამ“ კი შესანიშნავი თამაში აჩვენა, ჩვენ კი ტრავმების გამო მოგვიხდა ყველა შეცვლის გაკეთება, რამაც რესურსი შეამცირა. გარდა ამისა, სეზონის ამ პერიოდში დღის სამ საათზე თამაში და საღამოს 20:45 საათზე თამაში ერთი იგივე არაა, განსაკუთრებით ფლორენციაში.

თავდამსხმელებმა ცუდად ითამაშეს, ძალიან გვიჭირდა შეტევაში გადასვლა. დიბალა? დღეს ძალიან რთული იყო, რადგან პირველივე ტაიმში ორი შეცვლა იძულებით გავაკეთეთ.

ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით ძალიან გვიჭირს, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 5 ფეხბურთელი გვყავდა კოპა ამერიკაზე და გვიან დაგვიბრუნდნენ, რვა მოთამაშე კი ტრავმირებული გახლდათ.

ტრავმები? დუგლას ტრავმა შესაძლოა უფრო სერიოზული იყოს, ვიდრე პიანიჩის. ბოსნიელს ამ კვირაში უკვე ჰქონდა კუნთების პრობლემა, მაგრამ შეიძლება უმნიშვნელო ტრავმა აღმოჩნდეს.

რაბიო? მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ 2019 წელს არ უთამაშია და დრო სჭირდება. თვეების უთამაშებლობის შემდეგ ფიზიკური ვარდნა განიცადა. ამ მომენტში მხოლოდ ლოდინია საჭირო“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს მადრიდში 18 სექტემბერს, „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …