ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ვესტონ მაკკენიმ კორონავირუსი დაამარცხა. ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი განიკურნა და სახლის იზოლაციას აღარ ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ მაკკენიმ გამოჯანმრთელება საკმაოდ სწრაფად მოახერხა 10-დღეზე ნაკლებ პერიოდში. იქამდე დაუდასტურდა ვირუსი კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ჯერ კიდევ არ განკურნებულა.