მთავარი / სიახლეები / ვესტონ მაკკენი ამერიკის 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ვესტონ მაკკენი ამერიკის 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი ამერიკის 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ვესტონმა ხმების 44% მიიღო და ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ კრისტიან პულიშიჩსა (27%) და „ბარსელონას“ მცველ სერჯინო დესტს (14%) აჯობა.

„ეს დიდი პატივია. იმედია 2021 წელი უკეთესი იქნება. დიდებულია შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელობა. მახსოვს,როდესაც 17 წის ვიყავი, 17-წლამდე ნაკრებშიც არ მიძახებდნენ. შესაბამისად, ამ ეტაპზე მოსასვლელად ნამდვილად გრძელი გზა გავიარე“, – თქვა მაკკენიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ვესტონ მაკკენი გელზენკირხენის „შალკედა“ იჯარით დაიმატა, მაგრამ მისი გამოსყიდვა შეუძლია. ამერიკელმა ტურინელთა რიგებში უკვე მოასწრო 2 გოლის გატანა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …