ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრისტიან ვიერისთან ინსტაგრამის ლაივში საუბრისას, მატიას დე ლიხტი შეაქო. კასანო ფიქრობს, რომ ნიდერლანდელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.
„როდესაც დე ლიხტი იტალიაში ჩამოვიდა, პირველი მე ვაკრიტიკებდი, მაგრამ დღეს ჩემი აზრით, იქედან გამომდინარე, რასაც ვხედავ გრანდების მცველების შემთხვევაში, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. „ბაიერნს“, „ინტერს“, „მანჩესტერს“, „სიტის“ მისნაირი ძლიერი მცველი არ ჰყავთ. ამიტომაც, დღეს სერხიო რამოსი, ვარანი და დე ლიხტი მსოფლიოს საუკეთესო სამი მცველია“, – თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტი ტრავმის მოშუშების შემდეგ საოცარ ფორმაში დაბრუნდა და „იუვეს“ დაცვის ხაზში ნამდვილად გამორჩეულია.