„მილანის“ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უეფას ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ჯანლუიჯი ბუფონის შესახებაც გააკეთა კომენტარი, რომელიც 43 წლის ასაკში თამაშობს.
ზლატანის აზრით, ბუფონისთვის ეს ადვილია, რადგან მეკარეა, ხოლო თავდამსხმელისთვის რთულია.
„ბუფონისთვის ამ ასაკში თამაში ადვილია. ის უბრალოდ უნდა დადგეს და ბურთები დაბლოკოს. სამაგიეროდ მე უნდა შექვმნა, ვიმოძრაო, დავარტყა, მცველებთან ვიბრძოლო. ალბათ მას შეუძლია კიდევ დიდხანს ითამაშოს კარგ ფორმაში ყოფნის გარეშეც, მაგრამ ეს ჩემს შემთხვევაში ძალიან გაძნელდება“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი „იუვენტუსში“ 2004-2006 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.