ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი დროს იხუმრა. ჰოლანდიელმა „ოქროს ბურთის“ ცერემონიის წინ ჟურნალისტის კითხვას, რონალდუს არყოფნით ნაკლები კონკურენტი ჰყავდა, უპასუხა: „ნამდვილად იყო ჩემი კონკურენტი?“.
„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ეს სიტყვები განმარტა.
„თუ მხოლოდ სოციალურ ქსელში ატეხილ ქაოსს არშევხედავთ და სრულ ინტერვიუს მოვისმენთ, მივხვდებით, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ორივეს (იგულისხმება რონალდუ და მესი)“, – თქვა ვან დეიკმა.