ესპანელმა ლამაზმანმა და „იუვენტუსის“ გულშემატკივარმა ლაურა ბარიალესმა კრიშტიანუ რონალდუსა და ზოგადად, „იუვეს“ შესახებ ისაუბრა.
ბარიალესი ახლო წარსულში „იუვენტუსის“ ტელევიზიაში მუშაობდა და გუნდის დიდი გულშემატკივარია.
„თუ მაშინებს „ინტერის“ „იუვენტუსის“ გადასწრება? ვფიქრობ, ყველა გუნდს შეუძლია ჩემპიონატის მოგება და მათ შორის „ინტერსაც“. ეს მიხარია ჩემი მეგობრის, ხავიერ ძანეტის გამო. როდესაც მასთან ვახშამზე მივდივარ, ყოველთვის მეუბნებიან, შენ ხარ იუვენტინა. ის იმსახურებს ამას. ისინი ამ პოზიციაზე დიდი მუშაობის შედეგად მოვიდნენ და „იუვემ“ უნდა გაიღვიძოს, რადგან არ უნდა დაიძინოს. რონალდუმაც უნდა გაიღვიძოს? ყიველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ „რეალში“ სხვა რონალდუს ვხედავდი. ბედნიერი ვიყავი, რომ „იუვენტუსში“ მოვიდა, მაგრამ არ ვიცოდი ამ გუნდისთვის რას გააკეთებდა. ის პრიმადონაა და „იუვენტუსი“ უფრო მეტად გუნდია. ყველა ბურთი მისკენ არ მიდის, რომ მან გოლი გაიტანოს.
„ოქროს ბურთი“? რონალდუმ საკუთარი თავი შექმნა, მესი კი უბრალოდ ნიჭიერია. მე დიბალას ქომაგი ვარ და შეუძლია დიდი კარიერის გაკეთება, რონალდუზე მისაბაძი არაფერი აქვს, უფრო დიდი ფეხბურთის თამაშიც შეუძლია. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიჭია.
სარი? სარი მომწონს. მას აქვს თავისი თვისებები და იდეოლოგია. კონტე? ვფიქრობ, ის ძალიან ნასიამოვნება სატურნირო ცხრილში გადასწრებით. სარის ადგილზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა. მთლიანობაში ეს სეზონი ძალიან საინტერესოა“, – თქვა ლაურამ.