კრიშტიანუ რონალდუ საკუთარმა დამ, კატია ავეირომ დაიცვა, რომელმაც ვირჯილ ვან დეიკის ირონიულ კომენტარს უპასუხა. კატიამ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ჰოლანდიელი მწვავედ გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად იმედგაცრუებულნი ცხოვრობენ, რეალობის მიღმა… რეპორტიორი: „კრიშტიანუ არ იქნება ამ საღამოს ცერემონიაზე. ერთი მეტოქით ნაკლები გყავთ“. ვან დეიკი: „კრიშტიანუ რონალდუ ნამდვილად ჩემი მეტოქეა?“
ეს იყო „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველის პასუხი, როდესაც ჰკითხეს პორტუგალიელი ვარსკვლავის ცერემონიაზე არყოფნის შესახებ. ცნობილი იყო, რომ რონალდუ არ მოიგებდა ჯილდოს, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი გუნდური ტიტულები ოიპოვა. მაგრამ ეს სხვა საკითხია, ვნახავთ სად არის სიმართლე ფეხბურთის შესახებ!
ახლა, ძვირფასო ვირჯილ, სადაც ახლა მიდიხარ, კრიშტიანუ რონალდუ უკვე იყო და თანაც ათასჯერ. შეხედე, ჩემი ძვირფასო ვირჯილ, რომ რონალდუმ სამჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული იმ ქვეყანაში, სადაც ახლა თამაშობ და წლებია ცარიელი ხელები გაქვს, არ მიგიღია რამე ჯილდო. კრიშტიანუ რონალდუ ასევე იყო საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი იმ ქვეყანაში, სადაც ახლა შენ თამაშობ, ვირჯილ. სხვათა შორის, შენზე ახალგაზრდაც კი იყო მაშინ. მოგვიანებით, ძვირფასო ვირჯილ, კრიშტიანუ რონალდუ სხვაგან წავიდა და პატარა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, „რეალ მადრიდში“, ეს რამეს გეუბნება ძვირფასო ვირჯილ? ალბათ კი, რადგან ამ კლუბმა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა. მან მოიგო ხუთი ვირჯილი… იგივე რონალდუ, რომელმაც შენ და შენი თანაგუნდელები დაგამარცხათ კიდევ ერთ ფინალში (ერთა ლიგის ფინალი – რედ). რთულია ვირჯილ? ვწუხვარ. ისევ ძვირფასო ვირჯილ, მისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად ტიტულოვან პერიოდშიც კი, კრიშტიანუ რონალდუმ შენზე მეტი ტიტული მოიგო. შთამბეჭდავია არა? როდესაც მოიგე ტიტულებს, რომელთაც ფასი აქვთ, შემდეგ ვისაუბროთ. ამის მერე შეგეძლება კრიშტიანუსთან ერთად მაგიდასთან დაჯდე“, – დაწერა კატიამ ინსტაგრამში.