ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა ხვალ გერმანიაში იქნება და მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს.
ტურინული გრანდის ვებგვერდის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მარცხენა მუხლზე დაფიქსირებული დისკომფორტის გამო ხედირა ართროსკოპიულ გაწმენდას გაივლის, რომელსაც პროფესორი ულრიხ ბოენიში უხელმძღვანელებს ქალაქ აუგსბურგში.
ჯერჯერობით ცნობილი არაა, რა პერიოდით მოუწევს უქმობა გამოცდილ გერმანელ ფეხბურთელს.