მთავარი / სიახლეები / ემრე ჯანმა ქომაგს სათვალე გაუტეხა: “მაისური რომ გაჩუქოთ, მაპატიებთ?”

ემრე ჯანმა ქომაგს სათვალე გაუტეხა: “მაისური რომ გაჩუქოთ, მაპატიებთ?”

კვირას, „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩის დაწყებამდე ემრე ჯანმა ტრიბუნებისკენ ბურთი დაარტყა და როგორც სოციალური ქსელიდან გაირკვა, როზელა ბორნეოს სათვალე გაუტეხა.

როზელამ ამის შესახებ ტვიტერში გააკეთა განცხადება და დაზიანებული სათვალის ფოტოც გამოაქვეყნა. გერმანელმა ფეხბურთელმა კი ის უყურადღებოდ არ დატოვა და უპასუხა:

„ვწუხვარ, რომ ბურთი მოგხვდა. გეფიცები ეს მიზანმიმართულად არ გამიკეთებია. შემიძლია პატიება მივიღო თქვენგან თუ „იუვეს“ მაისურს გამოგიგზავნით? თუ მეთანხმებით პირადში შეტყობინება გამომიგზავნეთ“, – დაწერა ემრემ.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …