მთავარი / სიახლეები / მორატი: “იუვენტინო კონტე “ინტერში”? მე ლიპი მივიწვიე”

მორატი: “იუვენტინო კონტე “ინტერში”? მე ლიპი მივიწვიე”

მილანის „ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ლომბარდიულ გუნდში ყოფილი იუვენტინოების, ანტონიო კონტესა და ჯუზეპე მაროტას მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.

„მაროტა და კონტე, „იუვეს“ ექსსიმბოლოები ახლა „ინტერში“ არიან? მეც გადავდგი იგივე ნაბიჯი, ლიპი, როდესაც მოვიწვიე. ამისგან შთაბეჭდილების ქვეშ არ ვარ, მაგრამ მწვრთნელები და მენეჯრები პროფესიონალები არიან, შეუძლიათ მშვიდად შეიცვალონ გუნდები. კონტეს თვისებები ვიცოდით, მაგრამ იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ველოდით.

კონკურენცია „იუვესა“ და „ინტერს“ შორის? მჯერა, რომ ეს „იუვენტუსის“ დამსახურებაცაა, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყიდა, რონალდუს სახით კი ექსტრატრანსფერი გააკეთა, რასაც არავინ ელოდა. „იუვენტუსის“ ტრადიცია და მუდმივობა გვეუბნება, რომ მისი დამარცხება რთულია“, – თქვა მორატიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …