ტურინის „იუვენტუსი“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში მარცხენა მცველის დამატებას გეგმავს, რადგან ამ ეტაპზე ალექს სანდროს შემცვლელი გუნდში არ ირიცხება.
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მთავარი სამიზნე ლონდონის „ჩელსისა“ და იტალიის ნაკრების განაპირა მცველი ემერსონ პალმიერია.
მაურიციო სარი წარმოშობით ბრაზილიელ ფეხბურთელს ძალიან კარგად იცნობს, რადგან სწორედ ლონდონურ გუნდში ავარჯიშებდა. ემერსონის გასხვისების წინააღმდეგი არც ინგლისური გუნდია თუ სასურველ წინადადებას მიიღებს და შესაძლოა ტრანსფერი იანვარში შედგეს კიდეც.
„ჩელსი“ 30 წლის ემერსონის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.