მთავარი / სიახლეები / მოდრიჩი რონალდუს: “წაგების შემთხვევაშიც აქ უნდა იყო”

მოდრიჩი რონალდუს: “წაგების შემთხვევაშიც აქ უნდა იყო”

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა იმის გამო, რომ პორტუგალიელი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო.

„რონალდუ? მე აქ ვარ, რადგან ფეხბურთს პატივს ვცემ, სწორედ ამიტომ მოვედი, რომ მესისთვის პრიზი გადამეცა და მომელოცა. როდესაც ვერ იმარჯვებ, მაინც აქ უნდა იყო პატივისცემის გამოხატვის მიზნით. ეს ფეხბურთის ზეიმია. მესის გადავეცი ჯილდო და მივულოცე“, – თქვა მოდრიჩმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …