მთავარი / სიახლეები / დინო ძოფი: “ბუფონს ჩემი რჩევა არ სჭირდება, შეცდომა მხოლოდ მას არ დაუშვია”

დინო ძოფი: “ბუფონს ჩემი რჩევა არ სჭირდება, შეცდომა მხოლოდ მას არ დაუშვია”

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ დინო ძოფმა იტალიის ნაკრების, ჯანლუიჯი ბუფონისა და სკუდეტოსთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრა. 77 წლის დინოს განცხადებით, ბუფონს უსამართლოდ აკრიტიკებენ და გაშვებული გოლის დროს შეცდომა მხოლოდ მას არ დაუშვია.

იტალიის ნაკრები

მანჩინისთან ერთად დავუბრუნდით საერთაშორისო კონკურენციას და სანდოობას. ივნისში ევროპის ჩემპიონატზე სხვა ტრადიციულ ნაკრებებთან ერთად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.

სკუდეტოსთვის ბრძოლა

ჩემი აზრით, „იუვენტუსი“ რჩება ყველაზე ძლიერ და სრულყოფილ გუნდად, როგორც ორგანულად. თუმცა, ანტონიო კონტე განსაკუთრებულ საქმეს აკეთებს „ინტერში“, ყველა ფეხბურთელი უკეთ აათამაშა. ანტონიოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც კაცს და როგორც მწვრთნელს. სარიმ დიბალა თადარიგში დატოვა და კონტემ ლაუტარო ათამაშა? პარალელის გავლება არ შეიძლება, რადგან „ინტერს“ ბევრი ალტერნატივა არ აქვს, იანვარში გაძლიერებაც სჭირდება. სხვა სიტუაცია მაურიციო სარის შემთხვევაში: შეტევაში მას ბევრი და დიდი ალტერნატივები აქვს, სწორედ ამიტომ არჩევანს აკეთებს, კონკურენცია კარგია.

ბუფონი

„სასუოლოსთან“ შეცდომა არამარტო ჯიჯიმ, არამედ მთლიანად დაცვის ხაზმა დაუშვა. ეს სპორტია და შეიძლება მოხდეს. 20, 30 ან 40 წლის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, განურჩეველია. ჯიჯის რჩევა არ სჭირდება. „იუვეში“ 41 წლის ასაკში ძირითადში ვთამაშობდი? ეს შესაძლებელია, რადგან მეტოქეები „იუვეს“ კარში იშვიათად ურტყამენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …