ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. იტალიური მედიის ცნობით, „იუვეს“ მთავარი სამიზნე „ბრეშას“ ფეხბურთელი და იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი სანდრო ტონალი იქნება.
19 წლის ფეხბურთელი სერია A-ში პირველ სეზონს ატარებს და მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი აუტსაიდერია, ის მაინც გამორჩეულია. უკვე იტალიის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.
ტონალის სათამაშო სტილს ხშირად ანდრეა პირლოს ამსგავსებენ. ნიჭიერი ფეხბურთელისთვის „იუვეს“ 40-45 მილიონი ევროს გაღება მოუწევს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.