მთავარი / სიახლეები / უხვგოლიანი ფრე სამხრეთ კორეის ჩემპიონატის გუნდთან

უხვგოლიანი ფრე სამხრეთ კორეის ჩემპიონატის გუნდთან

ტურინის „იუვენტუსმა“ აზიური ტურნე სეულში სამხრეთ კორეის ჩემპიონატის K League-ს გუნდთან მატჩით დაასრულა.

თამაშ უხვგოლიანი გამოდგა და მაურიციო სარიმ რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. მათ შორის კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა. თამაში კი საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

მე-7 წუთზე ოსმარმა შორეული დარტყმით შეძლო ვოიცეხ შჩესნის დამწუხრება და ანგარიში გაიხსნა. ზუსტად ორ წუთში კი „იუვემ“ სიმონე მურატორეს გოლით წონასწორობა აღადგინა.

პირველი ტაიმის მიწურულს ბრაზილიელმა სისენიამ თანაგუნდელები ისევ წინ გაიყვანა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ადამ ტაგარტმა სხვაობა ურობურთიანი გახადა.

მიუხედავად ამისა, „იუვე“ არ დანებდა და თამაშის გადარჩენა მოახერხა. ჯერ ბლეზ მატუიდიმ გამოიჩინა თავი, ხოლო 81-ე წუთზე მათეუს პერეირამ ულამაზესი გოლი გაიტანა. ჯერ მცველს ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი და მერე მეკარეს თავზე გადაუგდო.

„იუვენტუსმა“ კი აზიური ტურნე დაასრულა და ტურინში დაბრუნდება. მომდევნო სპარინგი კი 10 აგვისტოს საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით მადრიდის „ატლეტიკოსთანაა“ დაგეგმილი.

K League – „იუვენტუსი“ 3:3 (2:1)

გოლები: 1:0 ოსმარი (7), 1:1 მურატორე (9), 2:1 სესინია (45), 3:1 ტაგარტი (50), 3:2 მატუიდი (78), 3:3 პერეირა (81)

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი (პინსოლიო 39, ბუფონი 60), კანსელუ, დე ლიხტი, რუგანი (ბონუჩი 60), ბერუატო (ჩოკოლო 65); პიანიჩი (მატუიდი 60), ემრე ჯანი (რაბიო 60), მურატორე (პერეირა 72); ბერნარდესკი, იგუაინი (მავიდიდი 70), მანჯუკიჩი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *