მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “იუვეს” ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გამიჭირდება”

დე ლიხტი: “იუვეს” ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გამიჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატეის დე ლიხტმა განაცხადა, რომ „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება. ჰოლანდიელი ფეხბურთელის განცხადებით, კლუბში 5 შესანიშნავი მცველია და მათგან მხოლოდ ორმა უნდა ითამაშოს.

„აქ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია, შესაბამისად ნამდვილი ბედნიერი ვარ. გაკვირვებული ყველა ფეხბურთელის დონით. ყველა კონცენტრირებულია, ყველა ძლიერია. აშკარაა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ასეთი ძლიერი ფეხბურთელების ფონზე რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ.

ნამდვილად არასდროს მიფიქრია, არ ვიცი ჩვენი დაცვა ყველაზე ძლიერია თუ არა. თუმცა, კარგი ფეხბურთელები გვყავს და ყველა იბრძოლებს. 5 მცველი ვართ და მხოლოდ ორი ითამაშებს.

„იუვენტუსში“ ახლახან მოვედი და არ მიფიქრია კლუბის ლეგენდებზე. ვიიც, რომ ჩემგან დიდი მოლოდინი არსებობს, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. მინდა ყოველდღიურობით დავტკბე და ყოველდღე განვითარდე. ვნახოთ, რა მოხდება.

რონალდუ არ ყოფილა „იუვენტუსში“ გადმოსვლის პრინციპული არჩევანი. იყო ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც აქ ვარ. თუმცა ცხადია, როდესაც კრიშტიანუს დარი დიდი ფეხბურთელი გეპატიჟება, კარგია, მაგრამ ცხადია, ეს არ ყოფილა მთავარი ფაქტორი“, – თქვა დე ლიხტმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *