ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველს სამი ხედირას მთხოვნელები არ აკლია.
32 წლის გერმანელი ნახევარმცველის შეძენა “არსენალს”, “ვალენსიას” და “ფიორენტინას” სურს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი ხედირას მიმართ ინტერეს “ვოლვერჰემპტონი”, “ფენერბახჩე”, “ბეშიქთაში” და MLS-ის კლუბები იჩენდნენ.
ნახევარმცველი მზადაა ტურინული კლუბის დასატოვებლად, რადგან რაბიოს და აარონ რემზის შეძენის შემდეგ ფაქტიურად გუნდში მისი ადგილი აღარ მოიძებნება და როგორც ჩანს არც მაურიციო სარის გეგმებში ჯდება.
სამი ხედირა იუვენტუსში 2015 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის რეალიდან გადავიდა, ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.