ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ Tuttosport-ს ინტერიუ მისცა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ტურინში დარჩენას არ ნანობს და ასეთ გუნდში კონკურენცია ჩვეულებრივი მოვლენაა.
– დანიელე, როგორია მაურიციო სარისთან დაბრუნება წლების შემდეგ?
– ზუსტად ისეთივე, როგორც დამშვიდობების დროს. ის არ შეცვლილა. მას აქვს თავისი ფილოსოფია და კარგია, რომ ყველა გუნდში ერთნაირად მუშაობს, მიჰყვება თავის გეგმას. მჯერა, რომ ეს მისი მთავარი პლიუსია. ცხადია, ახლა ნორმალურია, რომ საწყის ეტაპზე მცირე პრობლემები არსებობს, მაგრამ სწორ გზას ვადგავართ.
– შარშან აირჩიეთ „იუვენტუსში“ დარჩენა, „ჩელსის“ წინადადება უარყავით. შემდეგ კი ალეგრისთან ნაკლებად თამაშობდით. ახლა რამდენად დიდი სურვილი გაქვთ, რომ თქვენი მნიშვნელობა დაამტკიცოთ?
– ეს არჩევანი ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მივიღე. მომწონს, რომ მათ ჩემი ეიმედებათ. გასული სეზონის მეორე ნახევარში უფრო ხშირად ვთამაშობდი და ეს იყო ის, რაც მსურდა. რა თქმა უნდა, არ ვნანობ ტურინში დარჩენას.
– დე ლიხტს როგორ შეხვდით?
– ძალიან ძლიერია, ისევე, როგორც ყველა ვინც ამ ზაფხულს მოვიდნენ. მაღალი დონის ფეხბურთელები დავიმატეთ და ეს ნორმალურია, რადგან „იუვენტუსი“ ტოპ კლუბია. ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს, გვინდა ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ და ეს ფეხბურთელები საჭიროა.
– დემირალის შესახებ რას იტყვით?
– ყველა ფეხბურთელია ძლიერია, რადგან „იუვენტუსში“ თამაშისთვის სიძლიერი საჭიროა. ნამდვილად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
– იტალიელებისთვის რთულია „იუვეს“ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა?
– „იუვენტუსი“ იტალიაში საუკეთესოა. ამიტომ, უფრო რთულია, სელექცია მაღალი დონისაა. აქ მაღალი პასუხისმგებლობა და დიდი ზეწოლაა, მაგრამ მაგრამ ბევრი პოზიტივიცაა – უპირატესობა, სიმაყე, პატივი და გამარჯვება.