ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალას გაყიდვას გეგმავს. Tuttosport-ის გაზეთის დღევანდელი ნომერი სწორედ ამის შესახებ იტყობინება.
როგორც გამოცემა გვამცნობს, „იუვენტუსი“ მზადაა პაულო სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში გაყიდოს, იმის მიუხედავად, რომ დღის წესრიგში კონტრაქტის გახანგრძლივება ისევ დგას.
დიბალას გაყიდვიდან შემოსული ფულით „იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებას ეშურება, მაგრამ არაა გამორიცხული „რეალთან“ ფულისა და ბარტერის (ისკოს ან მარკო ასენსიოს) სანაცვლოდ მოლაპარაკებების დაწყება.
პაულოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წელი აქვს გაფორმებული. აქამდე იწერებოდა, რომ მისი გახანგრძლივება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მაურიციო სარის გუნდიდან წასვლის შემდეგ უფრო ხშირად და აქტიურად დიბალას გაყიდვაზე წერენ.
შეგახსენებთ, რომ პაულომ 2015 წლიდან დღემდე „იუვენტუსის“ რიგებში ჩატარებულ 288 მატჩში 95 გოლის გატანა მოახერხა.
La prima pagina di #Tuttosport ⬇️
🔸#Dybala è sul mercato!
🔸Fieri di voi!Leggi le altre notizie su 👉 https://t.co/n8LG2rkqNG pic.twitter.com/ojuwO5Awfe
— Tuttosport (@tuttosport) August 13, 2020