ტურინის „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას ეშურება. BBC-ის ესპანელი ჟურნალისტი და ამავდროულად კრიშტიანუს, პეპ გვარდიოლსა და ლიონელ მესის ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორი გუილემ ბალაგი ამბობს, რომ პორტუგალიელი „ბარსელონასაც“ შესთავაზეს.
„კრიშტიანუ პსჟ-თან ახლა ახლოს თუ არის, ეს ფრანგების მიზეზით არ ხდება, არამედ სხვა მიზეზია. ჟორჟე მენდეშს მისთვის ახალი კლუბის მოძებნა დაევალა, რადგან ტურინში სახელფასო ბიუჯეტის შემცირება სურთ. „რეალმა“ თქვა, „შანსი არ არის“. რონალდუს ყველას სთავაზობენ, მათ შორის „ბარსელონასაც“ შესთავაზეს, ითქვა MLS-ზეც. მაგრამ არ ვიცი მიაღწევენ თუ არა მიზანს, ვინ გადაიხდის ასეთ თანხას?“, – თქვა ბალაგმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ხელფასი წელიწადში 30 მილიონი ევროა. „იუვენტუსთან“ კონტრაქტი კი კიდევ ორი წელი აკავშირებს. განვლილ ორ სეზონში პორტუგალიელმა 65 გოლი გაიტანა.
#ALERTA ⚠️
🤯 ¡Cristiano Ronaldo se ofrece al Barça! 🔵🔴
🗣 Según el periodista @GuillemBalague, Jorge Mendes ha ofrecido al luso al Barça y a varios equipos máshttps://t.co/T7zCbsNLq1
— Diario SPORT (@sport) August 13, 2020