მთავარი / სიახლეები / ბლეზ მატუიდი: “ყოველთვის თქვენი პირველი ქომაგი ვიქნები”

ბლეზ მატუიდი: “ყოველთვის თქვენი პირველი ქომაგი ვიქნები”

ბლეზ მატუიდი „იუვენტუსს“ დაემშვიდობა და განაცხადა, რომ ყოველთვის ამ გუნდის პირველი გულშემატკივარი იქნება.

„მე ვიყავი „იუვენტუსის“ ოჯახის წევრი, ეს იყო ოცნების ასრულება, პატივი. აღმოვაჩინე წარმოუდგენელი კომპანია, თანაგუნდელები, რომლებიც თანაგუნდელებზე მეტი გახდნენ. ყოველთვის თქვენი პირველი გულშემატკივარი ვიქნები, ან უფრო სწორედ 14 ნომერი შავ-თეთრ გულით, დიდი მადლობა“, – დაწერა მატუიდიმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბლეზი „იუვენტუსში“ 2017-2020 წლებში თამაშობდა და 133 მატჩში 8 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. 3-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითოჯერ თასისა და სუპერთასის მფლობელი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …