ტურინის „იუვენტუსი“ ბლეზ მატუიდიმ დატოვა. ცნობა იტალიური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ფრანგი კარიერას ამერიკაში, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს.
მატუიდის კონტრაქტი 2021 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ მხარეების შეთანხმების საფუძველზე ის ვადაზე ადრე შეწყდა.
ბლეზი ტურინში 2017 წლის ზაფხულში პსჟ-დან გამოჩნდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 133 თამაშში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.
მატუიდიმ იტალიაში სამჯერ სკუდეტო მოიგო, ხოლო თითოჯერ იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. „იუვენტუსმა“ 33 წლის ფეხბურთელს „ბიანკონერიში“ გატარებული 3 წლისთვის მადლობა გადაუხადა.
Grazie di tutto, @MatuidiBlaise!
— JuventusFC (#Stron9er 🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆) (@juventusfc) August 12, 2020
— Blaise Matuidi (@MATUIDIBlaise) August 12, 2020