მთავარი / სიახლეები / დე ლიხტმა ოპერაცია გაიკეთა და 3 თვე ვერ ითამაშებს

დე ლიხტმა ოპერაცია გაიკეთა და 3 თვე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში მხარზე ოპერაცია გაიკეთა, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა. ინფორმაცია „იუვეს“ ვებგვერდმა გაავრცელა.

სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით 3 თვეს გასტანს და ნიდერლანდელი მოედანზე ნოემბერში დაბრუნდება. შესაბამისად, ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერის პირველ ეტაპზე მატიასი დააკლდება.

აღსანიშნავია, რომ დღეს დე ლიხტი იუბილარია, 21 წლის გახდა. გასულ სეზონში მან „იუვეში“ ყველა ტურნირზე 39 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …