მთავარი / სიახლეები / სერია A / “ტორინო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ტორინო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 29-ე ტურში „ტორინოს“ დაუზავდა. მატჩის დასაწყისშივე ფედერიკო კიეზამ ანგარიში გახსნა, მაგრამ ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ გუნდს ქულა გადაურჩინა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 4.5 – მხოლოდ მისი ბრალია? ალბათ, მთლიანად არა, მაგრამ 2021 წლის დასაწყისში მისი თავდაჯერებულობა გაქრა. სანაბრიას მეორე გოლზე,ისეთივე დამნაშავეა, როგორც კულუშევსკი. ბოლოს ბაზელის ჯარიმით გუნდი გადაარჩინა, მაგრამ ეს მის შეცდომას არ ფარავს.

კუადრადო 6.5 – როდესაც სწორ მექანიზმში ხვდება, ის გაუვალი ხვდება. თუ „იუვე“ არ იძირება, ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირად მას უჭირს ხელში.

დე ლიხტი 5.5 – ბელოტისთან ბრძოლა გაუჭირდა. კულუშევსკი შეცდა, მაგრამ შემდეგ მანაც ვერაფერში შეუშალა ხელი სანაბრია.

კიელინი 6.5 – მისი ზონიდან ვერავინ გადის. რონალდუს საგოლე პასიც გაუკეთა. მცირე ნუგეში.

ალექს სანდრო 5 – სანაბრიას პირველ გოლზე თამაშგარე ვერ შქმნა, რინკონის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

რაბიო შ.გ – ფრანგმა მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.

კულუშევსკი 4 – ამ პოზიციაზე თითქოს უკეთ უნდა ითამაშოს, რადგან მისი პოზიციაა. ამის ნაცვლად, ის თამაშში არ არის, ფაზებს მიღმაა, იგივე შეცდომა დაუშვა, რაც „ლაციოსთან“, ამჯერად საჩუქარი სანაბიას მიართვა.

ბერნარდესკი 5.5 – მეორე გოლი მის ჩაწოდებას მოჰყვა, ბოლოს სიმულაციისთვის გააფრთხილეს.

დანილო 5.5 – გრძელვადიან პერსპექტივაში ნახევარდაცვის ცენტრი არ არის მისი პოზიცია.

რემზი 5 – ჩაერთო თამაშში, მაგრამ ისევ იმედგაცრუება იყო.

ბენტანკური 6 – თავიდან მანდრაგორასთან და რინკონთან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ გაიზარდა და ბოლოს გამარჯვების გოლთან ახლოს იყო. ბურთი ძელს მოხვდა, მას მერე, რაც სირიგუმ ბურთს თითები წაარტყა.

კიეზა 7 – ხუთ წუთში ცეცხლი გაუჩინა „ტორინოს“ დაცვას. თავდაპირველი აფეთქების შემდეგაც ერთადერთი იყო, ვინც პირველ ტაიმში მეტოქისთვის ხიფათს წარმოადგენდა. ის ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია ამ გუნდში, რმელიც „იუვეს“ დონისაა.

მორატა 5.5 – დასაწყისში გოლთან ახლოს იყო, მერე კიეზას საგოლე პასი გაუკეთა. მაგრამ კონტრშეტევებზე არასწორი გადაწყვეტილებებით გუნდის რიცხობრივ უპირატესობას ანიავებდა.

რონალდუ 6.5 – ბრემერთან დუელში მარცხდებოდა, მაგრამ ბოლოს ანგარიში მაინც გაათანაბრა.

პირლო 5 – ინდივიდუალური შეცდომები იმატებს (ყოველთვის იგივე), არასწორი მიდგომა გუნდის მხრიდან არ იცვლება. კარგი დასაწყისი პირველ ტაიმში და ცუდი მეორეში. ახლა თითქმის ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაცაა, დრო იწურება…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …