ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მორიგი უფერული თამაშისა და „ტორინოსთან“ (2:2) დაკარგული ქულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მწვრთნელის განცხადებით, სეზონით კმაყოფილი არ არის და შეცდომებს ხშირად უშვებენ.
„სამწუხაროდ, თამაშებს ჩვენ თვითონ ვართულებთ. კარგად დავწიყეთ, ანგარიში გავხსენით, მაგრამ შემდეგ გავჩერდით. ვიფიქრეთ, რომ მეორე ტაიმი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ გავუშვით და ყველაფერი გართულდა.
შეცდომებს ვუშვებთ, რაც ძალიან ხშირად ხდება, კონცენტრაციას ვკარგავთ. უნდა გავაუმჯობესოთ და გვესმოდეს, რომ წამითაც არ შეიძლება დეკონცენტრაცია. ყოველ ჯერზე, როდესაც შეცდომას უშვებ, მისი ფასის გადახდაც გიწევს.
რეაგირება მოვახდინეთ, მაგრამ გუნდთან, რომელსაც საჯარიმოში ბევრი მცველი ჰყავს, უფრო სწრაფად თამაშია საჭირო. გოლის შემდეგ სწორი რეაქცია გვქონდა. შეცდომები კი იყო, ნორმალურია, როდესაც თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ათანაბრებ და შემდეგ ყველაფერს აკეთებ მოგებას.
სწორ გზაზე უნდა დავრჩეთ, გავაცნობიეროთ ის მომენტი, რომელშიც ახლა ვართ. ბევრი ფეხბურთელი ნაკრებებში იყო და გარკვეულწილად იამიტომ იყო სირთულეები, მაგრამ ეს აღარ უნდა მოხდეს. სამუშაოა გასაუმჯობესებლად, ვიცით, რომ მოგებაა საჭირო სიმშვიდისთვის. როდესაც ვერ იგებ, კმაყოფილი არ არ ხარ. არც იმით კმაყოფილი, როგორც მიმდინარეობს სეზონი, ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 56 ქულით „ნაპოლისთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს და 7 აპრილს სწორედ ჯენარო გატუზოს გუნდს უმასპინძლებს.